1. პროექტის სახელი:
სპორტული თამაშები, (ფეხბურთი), სპორტული თამაშების მნიშვნელობა, როლი და შედეგები,
ეთნიკური უმცირესობის ჩართვა სპორტული თამაშებში და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში.
2. პროექტის მოკლე აღწერა:
სპორტული თამაშებიმსოფლიოში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული თითქმის ყველა
ქვეყანაში.
3.
პროექტის სრული აღწერა: სპორტულ ცხოვრებას მიყვება პლანეტის
2/3 მოსახლეობისა. და შედეგებს და კვლევებს თუ გადავავლებთ თვალს ნათლად გვეცოდინება,
რომ სპორტული ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ის ადამიანი, ვინც სპორტული ცხოვრებით
ცხოვრობს, ინარჩუნებს არამარტო ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრზლივობას, არამედ გარკვეულ
შედეგებსაც კი იღებს, რომლებიც ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. გვინდა გავამახვილო ყურადღება
სპორტის სახეობაზე - ფეხბურთზე რომელიც მთელს
მსოფლიოში არის სპორტის პირველი სახეობა. სპორტის ამ სახეობას მიყვება თითქმის ყველა
ქვეყნის და ეროვნების ადამიანი. კლასში
პროექტზე მომუშავე მოსწავლეები სხვადასხვა წყაროებით
მოიძიებენ და შეაგროვებენ მასალებს, რომლებიც დეტალურ ანალიზს მოგცემს ყველა ჩვენთაგანს,
რომ სპორტს და განსაკუთრებით ფეხბურთს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში.
მოსწავლეები შეაგროვებენ ასევე უამრავ მასალებს იმის თაობაზე, რომ სპორტში და რა თქმა
უნდა ფეხბურთში ასაკი, ეროვნება და სქესი არ უშლის ხალხების გაერთიანებას და მათ ერთმანეთთან
ყოფას და ცხოვრებას, ეს დაამტკიცა არაერთმა კვლევამ და კვლევას რომ თავი დავანებოთ,
არსებობს ფაქტები, ვიდეომასალა და მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც აერთიანებს
მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებს , მაგალითისთვის მე შემიძლია მოვიყვანო ჩემი პირადი გამოცდილება, მე ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვარ არაერთი ასეთი ღონისძიების მონაწილე, მე ვარ იმ პროექტის
ლიდერი ჩვენს რეგიონში, რომელსაც ანხორციელებს სკანდინავიური ქვეყნების სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროები სპეციალურად იმ კონფლიქტურ
რეგიონებში, რომლებშიც ომის შედეგად ეთნიკური უმცირესობები გარკვეულწილად იზოლაციაში
არიან მოქცეული. მე და ჩემს მოსწავლეებს ერთად უკვე საკმაო გამოცდილება გვაქვს მიღებული
და სახეზეა ის სასიამოვნო და პოზიტიური შედეგები, რომელიც მოაქვს ამ პროექტს.
1. ჯანმრთელობა.
2. ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში.
3. სპორტული უნარჩვევების გამომუშავება და ცხოვრებაში
გამოყენება.
4. სპორტული შედეგების მიღწევა.
5. ეროვნული უმცირესობების ჩართულობა სპორტულ ცხოვრებაში
და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში.
4.
მონაწილეთა ასაკი, კლასები: 13 წელი, მე-8-9-ე კლასი.
5.
ვადები: 40 დღე არის საჭირო იმისათვის, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად
შეიქმნას საბაზო მოსამზადებელი პერიოდი, რაც სრულად მოგვცემს საშუალებას განვახორციელოთ
პროექტი და ეს პროექტი იყოს სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული.
6.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჩატარებული კვლევები, მოძიებული მასალები, ის ღონისძიებები,
ამ ღონისძიებებში მონაწილეობიდან მიღებული პრაქტიკის გააანალიზება და დაგეგმარება იმ
დისკუსიების, პრაქტიკული და თეორიული ტრენინგ-სემინარებისა, რომლებიც საშუალებვას მისცემს
ყველა ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება და მოხდეს
ყველა აზრის, იდეის და პრაქტიკული საშუალებების გათვალისწინება და შეჯერება.
7.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ამ
აქტივობების განხორციელების შედეგად მივიღებთ:
1. საინფორმაციო ბაზას, რაც სრულად მოგვცემს საშუალებას
ყველა ჩვენთვის სჭირო ინფორმაცია მივიღოთ დეტალურად
და უპრობლემოდ.
2. შეიქმნება სმუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემატიურად გამართავს
შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.
3. პროექტის მონაწილე უშუალოდ ინქება დაინტერესებული
იმ სასურველი შედეგის მისაღწევად, რასაც ეთნიკური უმცირესობის ჩართვა და ინტეგრაცია
ქვია. ამისათვის შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხზე იმუშავებენ როგორც
თეორიულად ასევე პრაქტიკულად. დაკომპლექტდება ინტერნაციონალური გუნდები, რომლებშიც
იქნებიან ინტეგრირებულები ის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც თავს
იგრძნობენ კომფორტულ გარემოში.
8.
სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექთის განხორციელებით ისარგებლებს
უამრავი ადამიანი, ადამიანების ჯგუფი, ყველა მონაწილე მოსწავლეების მშობლები, ნათესავები,
ახლობლები, პედაგოგები და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი თაობა.
9.
სამუშაო ენა: ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ებრაული,
თურქული.
10.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, სასწავლო გეგმასთან კავშირი: განათლების
სამინისტროს მიერ ნშედგენილი სასწავლო გეგმის მიხედვით გამოყენებული სახელმძღვანელო.
სპორტის საგნის მასწავლებლის მიერ შედგენილი სასწავლო გეგმა. სპორტის გაკვეთილებზე
საჭირო ინვენტარები. მედიცინის მუშაკების ინდივიდუალური და გუნდური მობილჯგუფები.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მონაწილეობენ
N 1,2,3,4,6, და 7 საჯარო სკოლებიდან წარდგენილი მოსწავლეები.
12.
პროექტის ფასილიტატოსის ხახელი: გელა მაისურაძე
No comments:
Post a Comment